რეზონანსი
(28.07.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - ერთმანეთს BMW-ს მარკის მანქანა და კომბაინი შეეჯახა. დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით BMW გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. მას რუსეთის მოქალაქე მართავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



