რეზონანსი
(28.07.2023)

იტალიაში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, 32 წლის საქართველოს მოქალაქემ აფთიაქი 10 ივლისს, ქალაქ ფლორენციაში დააყაჩაღა. დამნაშავეს ადგილობრივი პოლიცია თვეზე მეტ ხანს ეძებდა და იგი 27 ივლისს დააკავეს.

საქართველოს მოქალაქე აფთიაქში ადგილობრივი დროით ღამის 8 საათზე შეიჭრა, დანისა და ყალბი იარაღის მუქარით 1 200 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე