
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პროკურატის მიერ როინ შავაძის სასტიკად მკვლელობის საქმეზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალი ქსელში წერს, რომ საშინელი დანაშაულია ჩადენილი, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოც ადასტურებს. ამ სასტიკი მკვლელობის დამკვეთიც და მონაწილეებიც კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას იმსახურებენ.
ნიკოლეიშვილის თქმით, უმთავრესი ისაა, რომ ასეთი ამბების შესახებ იციან მათმა უცხოელმა მფარველ-მხარდამჭერებმა, რაც ადასტურებს, იმას, რომ მათთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები არაფერს წარმოადგენს.
„ერთია, რომ საშინელი დანაშაულია ჩადენილი როინ შავაძის მიმართ, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოც ადასტურებს. მეორე, რომ ამ სასტიკი მკვლელობის დამკვეთიც და მონაწილეებიც კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას იმსახურებენ. მესამეა, რომ ასეთი დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ და ამისათვის ყველზე რადიკალურ გზებსაც არ ერიდებიან. მაგრამ უმთავრესი ალბათ ისაა, რომ ასეთი ამბების შესახებ მშვენივრად იციან მათმა უცხოელმა მფარველ-მხარდამჭერებმა, რაც ადასტურებს, მათთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარია, მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რამდენი თავს წამოყოფენ და რამდენ რამის სათქმელად პირს გააღებენ, ყოველთვის როინ შავაძის და სხვათა საქმეები უნდა ჩავჩაროთ პირში", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



