
„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო, ყოველდღე უნდა აყურებინო იმ ტვინნაღრძობ სექტას, მიშასა და „ნაცმოძრაობას" რომ საკმეველს უკმევენ.
„ეს ვიდეო, ყოველ დღე უნდა აყურებინო იმ ტვინ ნაღრძობ სექტას, მიშას და ნაც-მოძრაობას რომ საკმეველს უკმევენ. ამ სისტემის შემქმნელი ნაძირალები აპირებენ ხელისუფლებაში მობრუნებას? თქვენ იყავით საქართველოს ჭირი, რომელიც 2012 წელს სახადივით მოიხადა ქართველმა ხალხმა და შანსი არ გაქვთ უკან მობრუნების!", - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



