რეზონანსი
(28.07.2023)

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სულ აგ­რე­სი­ას კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემსხვერ­პლა. 35 წლის აჩი­კო დევ­რი­საშ­ვი­ლი ბახ­მუტ­თან სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბიც.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი თა­ნა­მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­იჭრ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის 28-ე ბრი­გა­დის ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფის „შავი არ­წი­ვის" მე­თა­უ­რი იყო. მე­ო­მა­რი შიდა ქარ­თლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან იბ­რძო­და.

აჩი­კო დევ­რი­საშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი:

„გუ­შინ სა­ღა­მოს უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ერთ-ერთი და­სახ­ლე­ბის ასა­ღე­ბად შე­ვიდ­ნენ, ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას, რა დრო­საც და­ბომბვა­ში მოყ­ვნენ - სა­არ­ტი­ლე­რიო არ­მი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში და სწო­რედ ამ დროს და­ი­ღუ­პა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი. აჩი­კოს გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, რა დრო­საც მათ ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი მოხ­ვდათ და 5 ქარ­თვე­ლი და 3 უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­იჭ­რა.

ყვე­ლა მათ­გა­ნი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლია, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ციც. ამ­ჟა­მად ყვე­ლა დაჭ­რი­ლი თავს კარ­გად გვრძნობს. აჩი­კო უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფის -"შავი არ­წი­ვის" მე­თა­უ­რი იყო. ის შიდა ქარ­თლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან იბ­რძო­და. ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია, გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლი და ვაჟ­კა­ცი ბიჭი იყო აჩი­კო".

არ­ჩილ დევ­რი­საშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად პრო­ზექ­ტუ­რა­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. მას თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ჯერ უკ­რა­ი­ნა­ში, ერთ-ერთ ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში შიდა ქარ­თლში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

არ­ჩილ დევ­რი­საშ­ვი­ლი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი რი­გით 49-ე ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე