რეზონანსი
(04.07.2023)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა ორი მეზობელი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, რასაც წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ არაერთხელ იყო მოთავსებული.

სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე