რეზონანსი
(04.07.2023)

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 01:50 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებაში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები 3 ივლისსაც მოხდა და მაშინაც დაახლოებით 3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე