რეზონანსი
(04.07.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლია-ზუგდიდის გზაზე. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მანქანაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. საერთო ჯამში დაშავებულია 5 ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემხვევის ადგილზე  ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე