
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, ნამდვილი ზაფხული მხოლოდ ახლა იწყება.
2 ივლისს საქართველოში შენარჩუნდება უნალექო ამინდი, ხოლო 3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
"თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა, გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცხელი და მშრალი ამინდი მთელი კვირა გასტანს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



