რეზონანსი
(01.06.2023)

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  განცხადებას გამოეხმაურა:

"რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია და მე არ მინდა, გარკვეული სპეკულირების საშუალება და საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, მათ შორის, ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე – რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს სტატუსი. ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე