11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. "შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობასა და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - წერს სარგსიანი განცხადებაში.