თიკო ოსმანოვა 24.04.2018
"ქართული ოცნების" შეხვედრაზე კიდევ რომ არ დაიძაბოს სიტუაცია, ცდილობენ, ისევ და ისევ ავტორირეტი ბიძინა ივანიშვილი მიიზიდონ, რომ ეს პრობლემები როგორმე გადაწყვიტოს. იქიდან გამომდინარე, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას ყველაფერ იმაზე, ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე მას მოუწევს ამ პროცესებში ჩართვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მარი ჩიტაია 24.04.2018
მოულოდნელად გაუფასურებული ლარი თითქმის 2 კვირაა, მცოცავი ვარდნის ტენდენციას არ ცვლის. 12 აპრილიდან მოყოლებული, კურსი რამდენიმე პუნქტით დაეცა და 2,40-დან 2,46-მდე ავიდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლარი თავისი მერყეობის შუალედს 2,50-ის ფარგლებში ამ კვირაშივე დაიჭერს და მდგომარეობა არც მომდევნო თვეებში შეიცვლება.
თიკო ოსმანოვა 24.04.2018
ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ უკრაინამ შესაძლოა, ოკუპირებულ დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს და უკონტროლო ტერიტორიების დაბრუნება სცადოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე კი ამას სკეპტიკურად უყურებს.
რეზონანსი 24.04.2018
24 აპრილი 2018 წ

ნინო ქეთელაური 24.04.2018 "ქართული ოცნების" დაპირისპირებული მხარეები შერიგებას იწყებენ. "გავიარეთ ეს, ისტორიას ჩავაბარეთ და უკან მიბრუნება არ ღირს", - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის ახალი პოზიცია, რომელიც მან თანაგუნდელებს შორის არსებული დაპირისპირების გამო, მისი და უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის შეხვედრის შემდეგ დააფიქსირა.
ნინო ქეთელაური 24.04.2018 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში რეისებს ასრულებენ, ვალდებული იქნებიან, საკუთარი მგზავრების მონაცემები ქართულ სპეცსამსახურებს წინასწარ მიაწოდონ. მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მიზნად ისახავს ტერორიზმის თავიდან აცილებას, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციას; ასევე, სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას.
ეკატერინე ბასილაია 24.04.2018 რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება და ტატუნაშვილის საქმე ამას ხელს ვერ შეუშლის. ასევე თბილისმა როგორც იქნა აღიარა, რომ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მცხოვრებლები თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ - რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელ მარია ზახაროვას მედიასთან გაკეთებული ეს განცხადებები თბილისში დიდი კრიტიკისა და ბრალდებების საგანი გახდა.
ეკატერინე ბასილაია 23.04.2018 „როცა რუსეთი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებულია ურთიერთობები, ამით პირველ რიგში უშიშროების სამსახურები უნდა დაინტერესდნენ - ჩვენთვის ეს ურთიერთობები გაუმჯობესებული არ არის და რა საფუძველი აქვს რუსეთს ამის თქმის, ვინ აწვდის რუსეთს მათთვის ასეთ სასიამოვნო ინფორმაციებს?"- აცხადებს დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო სინცაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმოადგენლის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას.
მარი ჩიტაია 24.04.2018 დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველო მასშტაბური ღონისძიებებით უერთდება. წლევანდელი საერთაშორისო დღის მთავარი დევიზია "პლასტიკის ერის დასასრული". სპეციალურად ამ დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
თამუნა მუკბანიანი 24.04.2018 ლენტეხი-მესტია-უშგულის 100-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს 100 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი. მიუხედავად პროექტის აქტუალობისა და მასშტაბურობისა, ერთ-ერთ მონაკვეთზე, კერძოდ, ჩოლური-ლაშხეთის დამაკავშირებელ გზაზე, მშენებლობა რამდენიმე თვეა, შეჩერებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორებს შორის მომხდარი გაუგებრობაა, რის გამოც ტურისტული სეზონისთვის გზა კვლავ დაუსრულებელი იქნება.
მარი ჩიტაია 24.04.2018 აფხაზეთში გამრიცხველიანება არ იწყება. ქართული მხარის მცდელობის მიუხედავად, სეპარატისტებს გამრიცხველიანება არ აწყობთ და ყველა ხერხით ცდილობენ ამ პროცესის გვერდის ავლას. ადგილობრივები "ბიზნეს-რეზონანსთან" ადასტურებენ, რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მრიცხველების დამოტაჟებაზე არსად საუბარიც კი არ მიმდინარეობს. ამასობაში, აფხაზეთში დენის მოხმარება კატასტროფულად იზრდება. არსებული მონაცემით, ელექტროენერგიის მოხმარებამ 1 სულ მოსახლეზე 9 000 კვტ/სთ-ს გადააჭარბა, როცა დანარჩენ საქართველოში ეს მაჩვენებელი 3 000 კვტ/სთ-ს არ აღემატება.
ნათია ლომიძე 24.04.2018 კერძო მევახშეების მიმართ რეგულაციები შესაძლოა, გამკაცრდეს. ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან. პოზიციას, რომ ეს სექტორი უნდა დარეგულირდეს, ყველა ერთანხმება. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამის შემდეგ სხვა შავი ბაზრის არსებობაც დადასტურდეს. სავარაუდოდ, მევახშეებს თანხის გაცემის პირობებს შეუზღუდავენ.
ეკატერინე ბასილაია 24.04.2018 10-დღიანი დიდი საპროტესტო აქციისა და პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან მე-6 დღეს სერჟ სარგსიანი გადადგა, რაც იყო ერევანში დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა და ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ამ გამარჯვებას ზეიმობენ.
|
|


















მარიამ კუპატაძე 24.04.2018 11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. "შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობასა და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - წერს სარგსიანი განცხადებაში.
გვანცა წულაია 23.04.2018 პანკისის ხეობის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ პარასკევს თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეკრებილმა პანკისელებმა განაცხადეს. ისინი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
გვანცა წულაია 20.04.2018 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თქვა, კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის ძალიან კარგია.
|
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის რედაქტორი:
არჩილ თავაძე
ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
სარეკლამო განყოფილება: resreklama@yahoo.com
საიტის გამოყენების პირობები:
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
მომხმარებლებს, მათ შორის ხელმომწერებს, საიტზე გამოქვეყნებული სტატიები შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერნეტ-პორტალი იტოვებს უფლებას, გააუქმოს ხელმოწერა, ხელმომწერის გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე, ასევე, მიმართოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ქმედებას. ხელმოწერის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს აგრეთვე ხელმომწერის მიერ ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა.
ლიცენზირებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოდ ელფოსტის მეშვეობით: resonancenewspaper@yahoo.com
სტატიის გამოქვეყნებისას დაუშვებელია სათაურისა და ქვესათაურის შეცვლა და ტექსტის იმგვარად შემოკლება, რაც გამოიწვევს მის აზრობრივ დამახინჯებას, ასევე, დაუშვებელია, საავტორო მონაცემები არ იყოს მითითებული ან მისი გადატანა სტატიის დასაწყისიდან ბოლოში. სტატიის ავტორს უნდა დაემატოს მინაწერი - გაზეთი “რეზონანსი”.
ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნების შემთხვევაში მინაწერზე გაზეთი “რეზონანსი” აუცილებლად მითითებული უნდა იყოს სტატიის აქტიური ლინკი.
ტელე-რადიო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს - გაზეთ “რეზონანსის” მითითება.
პრესის მიმოხილვაში პუბლიკაციის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება სტატიიდან მაქსიმუმ 25 სიტყვის ციტირება. უფრო მეტი მოცულობით გამოყენება წარმოადგენს პუბლიკაციის კოპირებას და ექვემდებარება ლიცენზირებას.
1
|