სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავარი ამბები
    ეკატერინე ბასილაია
    26.04.2018

     ერევანში დაუმორჩილებლობის აქცია გრძელდება. ოპოზიციურმა ფრაქცია "ელქმა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აქციის მთავარი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ოფიციალურად დაასახელა. პარალელურად სომხეთში მმართველი კოალიცია დაიშალა - პარტია "დაშნაკცუტუნმა", რომელსაც სომხეთის პარლამენტში 7 წევრი ჰყავს, კოალიციის დატოვების შესახებ განაცხადა. დემონსტრანტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პრემიერად პაშინიანის არჩევას ითხოვენ.

    რეზონანსი
    26.04.2018

    26 აპრილი 2018 წ

    ნინო ქეთელაური
    26.04.2018

     საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გასვლა იზღუდება. ამასთან დაკავშირებით "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში ცვლილებები უკვე მომზადდა, რისი მიზანიცაა ევროპის ქვეყნებში იმ მოქალაქეთა გადინების შემცირება, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას არაკეთილსინდისიერად იყენებენ.

    ნინო ქეთელაური
    26.04.2018

     "მე ვფიქრობ, დაპირისპირება არსებობს, მას მრავალი ელემენტი აქვს და ერთ-ერთი შემადგენელი საპრეზიდენტო კანდიდატიც იქნებოდა," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ქართულ ოცნებაში" არსებული დაპირისპირების მიზეზებთან დაკავშირებით.

    თიკო ოსმანოვა
    25.04.2018

     გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ლიპეტრლიანი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა პროკურატურა პირობას დებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებენ. 

    ეკატერინე ბასილაია
    25.04.2018

     „ქართული ოცნებაში" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის და ახლა დიდი შიდა ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, "ახლები" შეძლებენ საკუთარი ფავორიტი კანდიდატის გაყვანს, თუ "ძველები" და ამით გაირკვევა ისიც, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილის კარზე, რადგან კანდიდატურაზე საბოლოო ვერდიქტი სწორედ ექსპრემიერმა უნდა გამოიტანოს.

    მარი ჩიტაია
    26.04.2018

     უცხოელი მოქალაქეების მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელია. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თბილისის ახლომდებარე სოფლებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთა მფლობელებს ქართული მიწის მიმართ მხოლოდ კომერციული ინტერესი (გადაყიდვა) ამოძრავებთ. უცხოელთა მფლობელობაში არსებული მიწის 75% უქმად არის მიტოვებული.

    მარი ჩიტაია
    26.04.2018

     ლარს დიდი მერყეობის პერიოდი უდგას. "ბლუმბერგის" დინამიკაზე თვალის მიდევნებითაც ჩანს, რომ ლარი სპეკულაციური ფაქტორების ზემოქმედებას განიცდის. სპეციალისტების ნაწილი კურსზე ხელოვნურ ჩარევას ადასტურებს კიდეც, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება სავალუტო რეზერვების დეფიციტს უკავშირდება, ამ პრობლემის მოგვარება კი მომდევნო 1 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება.

    მარი ჩიტაია
    25.04.2018

     მომსახურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ძირითადი საკვები პროდუქტები თბილისში, ევროპულთან შედარებით, ძვირი ღირს. ეს ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა რძის ნაწარმი და ბოსტნეული, რითაც მეტ-ნაკლებად თვითკმარი ქვეყანა ვართ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ფასებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთი ტექნოლოგიური ეპოქით ჩამოვრჩებით მოწინავე ქვეყნებს, რომლებსაც შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში 50-60-ჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე საქართველოშია.

    თამუნა მუკბანიანი
    26.04.2018

     დედაქალაქის მერია ავტოფარეხების დემონტაჟისა და მათ ადგილას სკვერების მოსაწყობად ემზადება. თბილისში "გარაჟების" ნაწილი დაუკანონებელია და, შესაბამისად, მათი დემონტაჟიც არ იქნება რთული, თუმცა საკმაო ნაწილი დაკანონებულია და უცნობია, მოინდომებენ თუ არა კერძო მესაკუთრეები, საზოგადოებრივი სიკეთის გამო დათმონ ფართი, რომლის შეძენასა და მშნებლობაშიც ფული დახარჯეს. აქედანვე ცნობილია, რომ კომპენსაციის გაღებას მერია არ აპირებს.

    ია აბულაშვილი
    26.04.2018

     "12 წლის ბიჭი შევხვდი პერინის და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, შეიძლება არც მივსულიყავი ბალეტში, ჩემი ცხოვრების გზაზე რომ არ ყოფილიყო პერინი. მარია პერინი ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულთ, მათ შორის მეც, უფასოდ გვასწავლიდა" - ასე იხსენებდა თავის პირველ ნაბიჯებს ლეგენდარული მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელიც ალბათ არც კი ოცნებობდა, რომ ოდესმე მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოვიდოდა და "ბალეტის ჯადოქარს" შეარქმევდნენ.




















    მარიამ კუპატაძე
    26.04.2018

     ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, მისი ვინაობა აგვისტოში გახდება ცნობილი და ვინც უნდა იყოს წარდგენილი, ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

    გვანცა წულაია
    25.04.2018

     რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო და წარმოდგენილ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved