სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    11.05.2018

     ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ძვირფასეულობაზე ლეგენდები დადის და თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. ამ სამკაულებს შორის ბრწყინვალებით გამოირჩევა ბრიტანეთის დედოფლის - ელისაბედ მეორის ლალებითა და ბრილიანტებით მოოჭვილი ყელსაბამი, საყურეები და გულსაბნევი, რომელიც ქორწილში მშობლებისგან მიიღო საჩუქრად. ეს ძვირფასი ნივთები თავის დროზე შეუძენია პრინც ალბერტს მეუღლისთვის, დედოფალ ვიქტორიასთვის, შემდეგ კი მემკვიდრეობით გადაეცა ელისაბედ მეორის დედას - მარიას. ელისაბედ მეორის სამკაულებს შორის ნამდვილი შედევრია გვირგვინი, რომელსაც "ვლადიმირი" ჰქვია. ის ბრიტანეთში რუსეთიდან რევოლუციის შემდეგ მოხვდა და თავად დედოფალმა შეიძინა. ძვირფასი ზურმუხტებით მოოჭვილი გვირგვინი რომანოვების საკუთრება ყოფილა. ძვირფასი ყელსაბამი, საყურეები და სამაჯური, ფირუზებითა და ბრილიანტებით შემკული, პრინცესა დიანას ქორწილში აჩუქა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა. კამილა პარკერს უძვირფასესი ყელსაბამი, სამაჯური და საყურეები, საფირონებით მოჭედილი, აჩუქა საუდის არაბეთის მეფე აბდულამ. ქეით მილდტონის ძვირფასი ყელსაბამი, საყურეები და სამაჯური, რომელიც მას ქორწილში აჩუქეს, დღემდე არ ხმაურდება, ვისი ნაჩუქარია

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved