რეკლამა
ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი ფეისბუკზე ვიდეოს აქვეყნებს ტექსტით:
მეგობრები ურჩევდნენ, რომ არ აერჩია ელექტრიკოსის პროფესია, რადგან მამაკაცის პროფესიად ითვლება და მას პერსპექტივა არ ექნებოდაამ სფეროში. გადაწყვიტა, რომ სტერეოტიპები დაარღვიოს და ელექტროობის სპეციალობაზე ჩააბარა. გაიცანით - ათშვილიანი ოჯახისმეშვიდე შვილი, 19 წლის ვალენტინა ზიბზიბაზე, რომელიც ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ცხოვრობს და ამჟამად ფოთში,საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ფაზისში“ სწავლობს.
ენერგო-პრო ჯორჯია ეხმარება ვალენტინას, რომ სწავლის პროცესი წარმატებულად გაიაროს, კომპანიამ მას ყოველთვიური სტიპენდიადაუნიშნა. რა შეიძინა პირველი სტიპენდიით, ვიდეოდან გაიგებთ..:))
კოლეჯში სწავლის ბოლო ეტაპზე, ის სტაჟირებას გაივლის კომპანიაში, ტესტირების წარმატებულად დაძლევის შემთხვევაში კი დასაქმდებაენერგო-პრო ჯორჯიაში. ვალენტინა გაივლის ყველა იმ ეტაპს, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ელექტრიკოსისჩამოყალიბებისათვის. მას სხვა გეგმებიც აქვს, სურს რომ მომავალში ჩააბაროს იგივე ფაკულტეტზე - უმაღლეს სასწავლებელში და გაიღრმაოსცოდნა.