სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    07.05.2018

     როგორც გამოცემა "დეილი მეილი" იტყობინება, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, "ბითლზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ მარკარტნი, მუსიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
    საზეიმო ცერემონიალი ბუკინგემის სასახლეში გაიმართა და ორდენი მუსიკოსს თავად დედოფალმა გადასცა.
    "ეს დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. წარმომიდგენია, რა ბედნიერები იქნებოდნენ ჩემი მშობლები ლივერპულიდან, ეს რომ ენახათ", - უთხრა ჟურნალისტებს 75 წლის მუსიკოსმა, რომელიც საზეიმო ცერემონიალზე მეუღლესთან - 58 წლის ნენსი შეველთან ერთად იმყოფებოდა.
    ცნობისათვის, 20 წლის წინ ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პოლ მაკარტნის რაინდის წოდება მიანიჭა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved