სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    07.05.2018

     როგორც უცხოური პრესა წერს, პრინც ჰარის ღია წერილით მიმართა მეგანი მარკლის ძმამ - ტომას მარკლი უმცროსმა, რომელიც მომავალ სიძეს ურჩევს, მის დაზე დაქორწინება გადაიფიქროს.
    "მეგანი არც ისეთი მომხიბვლელია, როგორადაც თავს აჩვენებს. მან ქორწილში მამაც კი არ დაპატიჟა, რომელსაც საკურთხევლამდე უნდა მიეყვანა. მამა მეგანის გამო გაკოტრდა და დღემდე მის ვალებს იხდის. რომ არა მამა, იგი დღესაც კაფეში ჭურჭლის მრეცხავი ან ძიძა იქნებოდა", - წერს ტომას მარკლი.
    იგი სთხოვს პრინც ჰარის, ნუ დაარღვევს სამეფო ოჯახის ტრადიციებს, რადგან ასეთ ადამიანზე დაქორწინება სახელს ულახავს სამეფო ოჯახს. სჯობს, გონს მოეგოს და ეს "ბუტაფორიული ზღაპრული ქორწილი" ჩაშალოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved