სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს
    01.01.1970
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ლუკა 21.11.2012 02:00
    ამ "ორგანიზაციის" განცხადება საპნის ბუშტს უფრო ჰგავს. საინტერესოა ამის დამწერმა იცის თუ არა რა არის კონტრდაზვერვა, რა ფუნქციებს ასრულებს და რა ევალება მას. ეს მოთხოვნა იმას ჰგავს რომ თავდაცვის სამინისტროს ჩამოერთვას მთელი შეიარაღება და ამ "ორგანიზაციის" მეთვალყურეობით გატანილ იქნას საზღვარგარეთ ან მოსპობილ იყოს. კონტრდაზვერვას როგორ შეიძლება რომ არ ჰქონდეს ასეთი მოწყობილობა, მაგრამ მთავარია როგორ ისარგებლებს ის ამით.

    ორგანიზაცია 20.11.2012 21:30
    სახელმწიფომ უკანონო მოსმენების აპარატის საჯარო დემონტაჟი უნდა მოახდინოს „ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სამართალდამცველი სისტემის დეპოლიტიზირებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სტრუქტურების შექმნა საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. სახელმწიფოს უარი უკანონო სატელეფონო მოსმენების, ინტერნეტ–კონტროლსა და მოქალაქეთა პირადი თავისუფლების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ზედმიწევნით ჰქონდეს საჯარო ინფორმაცია პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების შესახებ. ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამჭვირვალობას და დაზუსტებას მოითხოვს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა საჯაროდ მოხდეს უკანონო სატელეფონო საუბრების მოსასმენი აპარატურის დემონტაჟი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე განცხადება, კერძოდ, სატელეფონო საუბრების მოსმენის, ინტერნეტ-კონტროლის და მსგავსი უკანონო ქმედებების სამართალდამცველების მხრიდან აკრძალვის შესახებ, თუმცა საზოგადოების ხანგრძლივი სიმშვიდისთვის საჭიროა ინიციატივის საჯაროდ დემონსტრირება. ამასთან, აუცილებლობასთანაა დაკავშირებული მოთხოვნის უზრუნველყოფა განხორციელდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამონაწილეობით. აუცილებელია საკითხთან დაკავშირებითვ შეიქმნას არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სპეციალისტებიც. მეტიც, შსს–ს მხრიდან უკანონო მოსასმენი სისტემის დემონტაჟის პროცესს მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ხოლო საკითხთან მიმართებით როგორც შსს, ასევე იუსტიციის სამინისტრომ ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პარლამენტს. უნდა მოხდეს უკანონო სატელეფონო საუბრების აპარატის თუნდაც ქვეყნიდან გატანა. მიგვაჩნია, რომ მოცემულ

    ლუკა 20.11.2012 10:48
    სასწაულად პრიმიტიული აზროვნების ახალგაზრდების შთაბეჭდილებას ტოვებენ. თუ ასეთი ადვოკატები გვეყოლება ვაი ჩვენი ბრალი.

    სანდრო 20.11.2012 10:38
    გაურკვეველია რომელ მოსასმენ აპარატურაზეა ლაპარაკი. თუ ეს ეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს და ვვარაუდობ რომ მასზეა ლაპარაკი მოთხოვნა აბსურდულია, რადგან ეს დეპარტამენტი ასრულებს კონტრდაზვერვის ფუნქციებს აქედან გამომდინარე ყოველი შედეგით.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter