რეკლამა
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში გავრცელებულ "ქუჩის ბიჭების" მინუს ფონოგრამაზე ნამღერს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთგულმა მხარდამჭერმა, მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა:
"ქოცების კონცერტის ლაივს წავაწყდი. უფრო სწორად, "ფეისბუქ ლაივს" მინუს ერთი ფონოგრამით. ზუსტად ისეთი კონცერტია, როგორიც თქვენს კანდიდატს შეეფერება".
საპასუხოდ, ნინი ქარსელაძემ "ფეისბუქში" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ვიდეოთი: "მაია დარსმელიძე ქუჩის ბიჭების გამოსვლაზე: "ეგ იყო კატასტროფა".
მაია, Maia Darsmelidze რადგან არ დაიცავი არაფერი, არც ურთიერთობა და არც ის ლინკი, რაც ჩვენ შორის არსებობდა, მეც ასევე გიპასუხებ. ახალ წელს ისე იმღერე, კატასტროფაც კი არ ითქმის. ვიდეო მოვჭერი, რადგან აქ ჩემი საყვარელი ადამიანი - რომა რცხილაძე მღერის. მე ერთხელ სტატუსში დავწერე, რომ ამ პრინციპით ვცხოვრობ და არ ვარღვევ-თქო, მაგრამ შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომლის გამოც დავარღვიე!!!!! ასეთი გამოსვლების პატრონმა სხვებზე არ უნდა წერო!!! იმედია, ეს არის პირველი და უკანასკნელი მსგავსი პოსტი, დარწმუნებული ვარ, არასოდეს დაგემსგავსებით!!!
P.S. ნაცების სიყვარულმა დაგაკარგვინა ადამიანობა, კოლეგიალობის შეგრძნება, ხოდა ამიტომაც მიიღე საკადრისი პასუხი!"
მოგვიანებით, ნინი ქარსელაძეს მაია დარსმელიძემ ისევ უპასუხა: "რას მოვესწარი, არაპროფესიონალ, შეუმდგარ მომღერალს მეძახის ნინი ქარსელაძე და მისი მსმენელი."