სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    26.04.2018

     ფილმ "სექსი დიდ ქალაქში 3"-ის გადაღება შეჩერდა. ფილმის მთავარი გმირები ოფიციალურ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა როგორც მათი გარემოცვიდან გახდა ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი კიმ ქეთროუსა და სარა ჯესიკა პარკერს შორის ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა სარა ჯესიკა პარკერმა განაცხადა, რომ მის კოლეგა კიმ ქეთროუს ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს. "12 წელია, თითოეულმა ჩვენგანმა ამ ფილმს მთელი ცხოვრება შესწირა, კარგი ფილმი რომ გამოსულიყო და არ მინდა, მაყურებელმა დაგვიმახსოვროს როგორც ორი ქალი, რომლებიც ურთიერთობას გადასაღებ მოედანზე არკვევენ. მე, უბრალოდ, ავუხსენი მას შექმნილი სიტუაცია, ამას კონფლიქტს ვერ დავარქმევ" - ამბობს სარა ჯესიკა პარკერი. მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ ქრისტინ დევისი და სინტია ნიქსონი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved