(22.07.2010) ყველას, ვინც დღეს ქართული მეცნიერების, კულტურისა და სულიერების ამოძირკვას ცდილობს, არცთუ შორეულ მომავალში მკაცრად მოეკითხება!
ბატონო მინისტრო,
ამ ხუთი წლის წინათ, როცა რუსეთის სახელისუფლებო წრეებში მუსირებდა აზრი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და მეცნიერებათა აკადემიის დარბევის შესახებ, რამდენიმე გამოჩენილმა რუსმა მეცნიერმა (მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატმა, აკადემიკოსმა ვ. გინზბურგმა) საჯაროდ დასდო ბრალი რუსეთის ფედერაციის მთავრობას ცივილიზაციის ნგრევაში და განუმარტა მას, რომ "პოტერია ნაუკი პო პოსლედსტვიამ სტრაშნეე ველიკოი ოტეჩესტვენნოი ვოინი ი ტერრორა 30-ხ გოდოვ, ტაკ კაკ სტრანა ბუდეტ ოკონჩატელქნო ობეზმისლენა, ("ნოვაია გაზეტა", # 32, 2005) დღეს უკვე ჩემს სამშობლოში ცივილიზაციის ნგრევამ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რაც რუსეთს კი არა პოსტკომუნისტური სივრცის ნებისმიერ სხვა ქვეყანას არც კი დაესიზმრება. აბსოლუტურად ვიზიარებ რა რუსი კოლეგების შეფასებას, უფლება არ მაქვს კიდევ ერთხელ არ ავიმაღლო ხმა ჰეროსტრატეს კომპლექსით დაავადებულ ინტელექტუალურ ცვედანთა წინააღმდეგ, რომელთაც საქართველოს საბოლოო გამოთაყვანება და ქართველი ერის მომსახურე ერად გადაქცევა აქვთ მიზნად დასახული.
გასული საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში წმინდა ამბროსი აღმსარებელმა ბოლშევიკ ხელისუფალთ ამაყად განუცხადა: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს, ლეში კი თქვენ, ჯალათებოო". როცა ერთი მაინც ასეთი მაგალითი არსებობს, მერწმუნეთ, სიკვდილისათვის თვალის გასწორება არც თუ ისე ძნელია. ასე რომ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, არც შეშინებული ვარ და არც გაბოროტებული, თუმცა კარგად ვიცი განსხვავებულად მოაზროვნეთა დასჯის რა სრულყოფილ მეთოდებს ფლობს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. გულის სიღრმეში ვერასდროს შევუნდობ იმ მეცნიერებს, უპირველეს ყოვლისა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, რომლებიც ყოვლად გაუმართლებელი დუმილით ფაქტობრივად ხელს უწყობენ ქართული მეცნიერების ნგრევას. პირადად თქვენ კი ნამდვილად მეცოდებით, რადგან თუ ერთხელ შეგერქვათ მეცნიერების ჯალათი, სამარცხვინო ლაქას თქვენ კი არა, თქვენი შთამომავლობაც ვერ მოიწმენდს. ალბათ გაგიჭირდებათ დაჯერება, რომ საამისოდ ნამდვილად არ მემეტებით, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი ხართ, თანაც გამოუცდელი პოლიტიკოსი და მე მგონი გაუსვრელიც. თუ თავს ძალას დაატანთ და ჩემს მოსაზრებებს გაეცნობით, იქნებ ბევრ რამეზე აგეხილოთ თვალი, ან უფრო მეტიც - პოზიცია შეიცვალოთ და მეცნიერების დასაღუპად კი არა, მის გადასარჩენად იღვაწოთ (რაც, სხვათა შორის, თანამდებობრივად გევალებათ).
2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მცირეოდენი შესწორებით მიიღო ლომაია-ბენდუქიძე-ნოღაიდელის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული კანონი "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რითაც ფაქტობრივად უარყოფილ იქნა მეცნიერების განვითარების ევროპული მოდელი და დასაბამი მიეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევით დაწესებულებათა ერთიანი სისტემის დაშლას. ალბათ თქვენთვისაც კარგად ცნობილია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (მათ შორის უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების ქვეყნებში პოლონეთში, ჩეხეთში და უნგრეთში) აზრად არავის მოსვლია მეცნიერებათა აკადემიების ხელყოფა. პირიქით, ისინი ჩათვალეს ეროვნულ მონაპოვრებად და მათ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს მუშაობისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნეს. დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც წარმატებით ფუნქციონერებენ მრავალდარგოვანი სამეცნიერო ასოციაციები, რომლებიც აერთიანებენ არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ფართო ქსელს. ასეთებია, მაგალითად, ფუნდამენტურ კვლევათა ეროვნული ცენტრი საფრანგეთში (რომლის წლიური დაფინანსება 3 მილიარდ 367 მილიონი ევროა) და მაქს პლანკის საზოგადოება გერმანიაში (რომლის წლიური დაფინანსება მილიარდ 400 მილიონი ევროა). აკადემიებს, როგორც სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ერთიან სისტემებს ინარჩუნებენ ჩვენი უახლოესი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი.
ზემოთ ხსენებული კანონის დასანერგად 2006 წლის 24 იანვარს შეიქმნა სამთავრობო კომისია ა. ლომაიას (თავმჯდომარე), კ. ბენდუქიძის, ა. დიდებულიძის, ფ. თოდუას და სხვათა მონაწილეობით. მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე 2006 წლის 16 მარტს პრემიერმა ზ. ნოღაიდელმა გამოსცა დადგენილება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით. ადამიანებმა, რომელთა სამეცნიერო რეიტინგი პრაქტიკულად ნულის ტოლია (რისი გადამოწმებაც იოლად შეიძლება თუნდაც პწწპდუ თსრწდფკ-ის საშუალებით) მსოფლიო სახელის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები უსახლკაროდ დატოვეს და მათ მხოლოდ მოძრავი ქონება დაუკანონეს.
დღეს არსად ცივილიზებულ სამყაროში მეცნიერები ისე დამცირებულები არ არიან როგორც საქართველოში. ბევრი ჩვენი საამაყო მეცნიერის თანამდებობრივი სარგო საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლებია, ამასთან ისინი ყოველდღე მოელიან იმ შენობებიდან გამოსახლებას, რომლებიც ერთ დროს სპეციალურად მათი ინსტიტუტებისთვის ააგეს.
2008 წლის 12 ნოემბერს ფ. თოდუასა და ნ. სურგულაძის თანათავმჯდომარეობით საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნა "სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების საბჭო", რომელსაც დღემდე არაფერი გაუკეთებია და ერთი რეკომენდაციაც კი არ შეუმუშავებია მეცნიერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის ამა წლის 9 ივლისის დადგენილება 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უნივერსიტეტების სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზაციის შესახებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა და ერთი-ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტები ახალ სტრუქტურულ ერთეულებს უპრობლემოდ გააუქმებენ, ისევე როგორც ეს გააკეთა ბატონმა გ. ხუბუამ 2006 წელს, როცა ერთი პატარა ბრძანებით გააუქმა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორი და 1500-მდე მეცნიერი ქუჩაში გაყარა. ბრძანება, რომელსაც ნ. გილაური აწერს ხელს, როგორც ამბობენ, თქვენი ხელმძღვანელობითაა შემუშავებული კვლევითი ინსტიტუტების ნგრევის იდეოლოგების გ. თევზაძის, გ. ხუბუას და ნ. სურგულაძის მიერ. ნება მომეცით შეგეკითხოთ: რატომ ექცევით სამეცნიერო კოლექტივებს ისე, როგორც ბოლშევიკები პოლიტპატიმრებს. რატომ არ მიეცით, მაგალითად, საშუალება რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული თვითგამორკვევის უფლება, ან რა გახდა ამ წარმატებული ინსტიტუტის რეორგანიზაციის საფუძველი. რატომ ერთხელ მაინც არ მოუსმინეთ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს პროფ. თამაზ მარსაგიშვილს - ბრწყინვალე მეცნიერს, შესანიშნავ ორგანიზატორსა და უაღრესად საინტერესო პიროვნებას.
ნუთუ დარჩენილი 41 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბედსაც ისე გადაწყვეტთ, რომ თუნდაც ზერელედ არ გაერკვევით, რა სამეცნიერო პოტენციალის მატარებელია თითოეული მათგანი.
მე მგონი მოვალე ხართ იცოდეთ, მაგალითად, რომ ანდრია რაზმაძის ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუასა და ვიქტორ კუპრაძის ტრადიციებს და დღესაც მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს. და თუ ამას გაიგებთ, მაშინ ქართული მეცნიერების ამ შესანიშნავი ტაძრის დარბევაზე კი არ იფიქრებთ, არამედ მკერდით დაიცავთ მას და მკაცრად დასჯით თქვენს უვიც ჩინოვნიკებს, რომლებიც დრო და დრო შენობიდან გასახლებით ემუქრებიან ინსტიტუტის თანამშრომლებს.
ბატონო მინისტრო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დანგრევას იმ სამეცნიერო სკოლების განადგურება მოჰყვება, რომელთა ჩამოყალიბებას ათეული წლები დასჭირდა და რომელთა წყალობითაც საქართველო მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზე დამკვიდრდა. მეცნიერების სიკვდილს კი ბუნებრივად მოჰყვება უმაღლესი და საშუალო სკოლების სიკვდილი, ანუ ქვეყნის საბოლოო გამოთაყვანება, როგორც ეს ზემოთ იყო ნახსენები.
ყველას, ვინც დღეს ქართული მეცნიერების, კულტურისა და სულიერების ამოძირკვას ცდილობს, არცთუ შორეულ მომავალში მკაცრად მოეკითხება. მე არ მინდა, რომ მათ შორის თქვენც გიხილოთ. ამიტომ გირჩევთ დაარწმუნოთ ხელისუფლება, რომ მაღალი რეიტინგის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები დააბრუნოს აკადემიის წიაღში, დაუკანონოს მათ უძრავი ქონება, დაუნიშნოს მეცნიერებს ნორმალური თანამდებობრივი სარგოები და, რაც მთავარია, საშუალება მისცეს ინსტიტუტებს ფართოდ გაუღონ კარები ნიჭიერ ახალგაზრდობას.
საუკეთესო სურვილებით,
ივანე კიღურაძე,
აკადემიკოსი,
ქართული აკადემიის წევრი.
19 ივლისი 2010 წელი |
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|