რეზონანსი
21.05.2020

ვერძი

დღეს შეეცადეთ სამსახურში ნაკლებად მიიპყროთ სხვათა ყურადღება, იმოქმედეთ გონივრულად და მოზომილად. თუ დასაოჯახებელი ხართ შესაძლოა თქვენმა კეთილისმსურველებმა ზედმეტად მოინდომონ თქვენს ბედ-იღბალში ჩარევა.

კურო

ნუ აყვებით ემოციურ აფეთქებებს, ახლა თავდაჭერილობა თქვენი საუკეთესო მოკავშირეა, ნუ შეეცდებით თქვენი შეხედულებების ტყვეობაში სხვების მოქცევას.

ტყუპები

ყურადღება გამოიჩინეთ საკვების მიმართ, სასურველია მოერიდოთ ზღვის პროდუქტებს, შესაძლოა სიახლეებმა იჩინოს თავი პირად-სასიყვარულო ურთიერთობებში და სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებში.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი პროექტების, ახალი ნაცნობობისა და საქმიანი პარტნიორების თუ თანამოაზრეების მოსაძებნად. თქვენი მოთმინება, მიზანდასახულობა წარამტების მომტანია, მაგრამ ნურც პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებს დაივიწყებთ.

ლომი

კარგი დღეა შემოქმედებითიდა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სასურველია და სასიკეთო ფიზიკური საქმიანობა, მიწასთა მუშაობა და სხვა.

ქალწული

დღეს შესაძლოა ხასიათცვალებადობა ირგვლივმყოფებთან ურთიერთობაზეც აისახოს. თითქოს მთელი დღე შუქ-ჩრდილების თამაშში გადის, ხან დათრგუნული განწყობა გეუფლებათ, ხან ოპტიმიზმი...კამათს მოსდევს შერიგება -მორიგება...

სასწორი

გონივრულად შეამცირეთ ფინანსური დანახარჯები, რათა თავიდან აიცილოთ კრიზისი, ჯერჯერობით ახალი ფინანსური წყარო არ ჩანს, თუმცა სიტუაცია მალე გამოკეთდება.

მორიელი

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ, მეტი დრო დაუთმეთ ემოციურ დასვენებას. კარგია მედიტაცია, მშვიდი, სასიამოვნო მუსიკა, ბუნების ჰანგები. მოიყვანეთ ჰარმონიაში თქვენი სული და სხეული.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს, იზრუნეთ სულისა და სხეულის გაჯანსაღებაზე, შესაძლოა მიიღოთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება, რაც სერიოზულად დაგაფიქრებთ თქვენს მომავალზე.

თხის რქა

თქვენი მიზანსწრაფვა და ენერგიულობა ახალი სიმაღლეების დაპყრობისკენ გიბიძგებთ. მზად ხართ ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართვათ თავი და ყველაზე უიმედო მდგომარეობიდანაც კი იოლად გამოხვიდეთ.

მერწყული

ახალი ნაცნობობა, ახალი რომანტიული თავგადასავლები ძველ ტკივილს დაგავიწყებთ და მალე დეპრესიიდანაც ნელნელა გამოხვალთ. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ის მშვენიერია!

თევზები

შეეცადეთ თქვენი ექსტრავაგანტულობითა და ორიგინალურობით შთაბეჭდილება მოახდინოთ ირგვლივმყოფებზე, ეს რამდენჯერმე გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს, როგორც საქმიან ისე პირად ცხოვრებაში.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×