რეზონანსი
01.04.2020

"ვანგამ იწინასწარმეტყველა, თუ როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია". - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული ფედერალური ამბების სააგენტო.

"კორონავირუსის ეპიდემია განაგრძობს ადამიანების დასნებოვნებას და ის უფრო და უფრო მეტ ადამიანს დააზიანებს. ამის შესახებ ვანგმამ იწინასწარმეტყველა.

წინასწარმეტყველი მოუწოდებს ხალხს, რომ არ აყვნენ პანიკას და არ დაემორჩილონ შიშს.

"ერთ დღეს ეს სამყარო დასრულდება, და საშველი თითქოს არ გამოჩნდება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ! იცხოვრეთ ჰარმონიაში და დაეხმარეთ ერთმანეთს. შიშით ცხოვრება, ცხოვრება არ არის, ამიტომაც გაუწოდეთ ხელი ერთი მეორეს" - ამბობდა ვანგი.

ის ასევე აღნიშნავდა, რომ ადამიანს არ ძალუძს იმის შეცვლა, რაც წინასწარ არის დაწერილი, ამიტომაც ლოცვისკენ მოუწოდებს ყველას.

"კაცობრიობა გადარჩება, როდესაც ყველა ადამიანი ლოცვებით მიმართავს ღმერთს. როდესაც ყველა ადამიანი უფრო კეთილი გახდება, როდესაც ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს, შეწყვეტენ კონკურენციას და ფულის გამომუშავებას. "- აღნიშნავდა წინასწარმეტყველი.

რუსული გამოცემა იმასაც ამატებს, რომ, თითქოს ვანგამ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნა რუსეთში იწინასწარმეტყველა. მათი ინფორმაციით, ვაქცინა, სახალხო მედიცინით, კედრისგან მომზადდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო. ამ დროისთვის, ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური გახდა და ადრე უცნობი დაავადების გავრცელების ეპიცენტრი ევროპასა და შეერთებულ შტატებში გადავიდა.

"Droni.ge"

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×