რეზონანსი
01.04.2020

კომპანია "სუფთა სახლი" განცხადებას ავრცელებს, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სუფთა სახლის" თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, რადგან კონსულტანტის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.

“კომპანია სუფთა სახლი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, სუფთა სახლის არც ერთ თანამშრომელს COVID-19 არ დადასტურებია.‼

მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი კომპანია ღიაა, რადგან ვგრძნობთ უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით შექმნილ სიტუაციაში.

სუფთა სახლის თემქის დასახლებაში მდებარე ფილიალის კონსულტანტი იმყოფებოდა გარკვეულწილად რისკის შემცველ გარემოებაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ფილიალის თანამშრომლები, სხვა კადრებით შევცვალეთ. ძველ თანამშრომლებს კი, ჩვენგან თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე დადასტურებული საფრთხის შემცველი გარემოება. ‼მომხმარებლების და ჩვენი კადრების მაქსიმალური უსაფთხოების მიზნით, ვცდილობთ ყველა სახის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქსელში ყველა თანამშრომელი აღჭურვილია ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, კერძოდ: ხალათით, ხელთათმანით, პირბადით, სახის ფარით. ასევე ყველა ფილიალში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ამდენად მომხარბელის ან თანამშრომლის დაინფიცირების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×