რეზონანსი
24.03.2020

სოციალურ ქსელში ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, წერილს აქვეყნებს:

"სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია. მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან covid 19 თვით მკურნალობის პროცესს. ადრე მქონდა დასმული კითხა იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ რომ ეს არ არის სირცხვილი. იმიტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ შეიძლება ყველას შეხვდეს. ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19 მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და მოკლედ ყველაფერი. მეტროში ვცდილობდი რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა.შ. მაგრამ ამ.ვირუსის დროს ხშირად გვგონია რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო რაც მცდარია, შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა. შ.

5 ,6 დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინგალატორით ვებრძოდი მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა იმიტომ რომ ისტერიული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად... ყველაზე რთული ალბათ მე8 დღე აღმოჩნდა 2 ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი. (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი) მოკლედ გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით ხელთათმანით ფეხით წავედი ჰოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალბათ სულ 2 ადამიანი შემხვდა და და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი. როცა მივედი ჰოსპიტალში , ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. მოკლედ ეკიპირებული ექიმი კითხვით რატომ მოხვედი? პასუხი: ვიხრჩობი. მოკლედ შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის . შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი მატერიალი არ აქვთ იმისთვის რომ თავი დაიცვან. მოკლედ გამიგრძელდა. გადამიღეს რენდგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში.

დღეს მე10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს.

იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×