სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.01.2020

    მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქით ეხმაურება:

    "გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო.

    შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.

    ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ Nodar Rukhadzeმ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

    პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით.

    ძალიან არასწორ ეგოს შეეხო." - წერს დიღმელაშვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (23.01.2020)
    ეგ ჩემო კარგო, ჩემდა სამწუხაროდ შენც, იმ სინდისგარეცხილი გირჩისა არ იყოს, რიგითი, ხელისუფლებისაკენ მეოცნებე და ამბიციებით გაჟღენთილი რიგითი მეოცნებე აღმოჩნდი. ნამდვილად სამარცხვინოა თქვენი გაგიჟება. რაღაცას თუ აკეთებთ, თავში არ უნდა აგივარდეთ. არაფრით განსხვავდები კომკავშირელი მეოცნებეებისაგან.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×