რეზონანსი
22.01.2020

პროექტი „მხოლოდ ქართული“ 20 იანვარს ლაშა ნანობაშვილმა დატოვა. ავტორ-შემსრულებელმა, ნატო გელაშვილმა,  რომლის შვილი, ლუკა ჭოხონელიძე ამ პროექტის მონაწილეა,  2000 ლარი აჩუქა.

"ლაშას სიუჟეტი რომ ვნახე, დამანგრია. მისი ავადმყოფი დედა უცხოეთში სამუშაოდაა წასული, სახლი დაკარგეს. ლაშა ვიღაცასთან ცხოვრობს და როგორც სიუჟეტიდან გავიგე, ლაშა დედასთან ჩასასვლელი ბილეთის ფულისთვის იყო პროექტში…

წარმოიდგინეთ, სიმსივნით დაავადებული ქალი რომ წავა სამუშაოდ… რა კონკურსი და რა სიმღერა, ხალხო?! ამ ისტორიამ დამანგრია. ლაშა რომ პროექტს გამოეთიშა, ძალიან ვინერვიულე. წარმოიდგინეთ, იმედის ნაწერწკალი რომ გაქვს და იმასაც რომ კარგავ. ჩავთვალე, თუ მისთვის ეს ბილეთი გადამრჩენია, ვაჩუქო თანხა. თუმცა რაშიც უნდა, იმაში გამოიყენოს. ეს იყო ჩემი, როგორც დედის გადაწყვეტილება. თუ კიდე ვინმე შემომეხიდება და დახმარებას გადაწყვეტს, ორივე ხელით მივესალმები… ბანია, სოლისტი მომღერალი არ არის, კარგი ყური აქვს. აუცილებლად მინდა, დავეხმარო შემოქმედებითად და მესამე შვილივით აქტიურად დავუდგე გვერდით", - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ნატო გელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×