რეზონანსი
22.01.2020

მწერალი დათო ტურაშვილი მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

"არ ვიცი ჩემს ანდერძს იუსტიცია რამდენად დაადასტურებს, მაგრამ მე საჯაროდ შემიძლია დავადასტურო ჩემი არდაწერილი ანდერძი, რომ აუცილებლად ჯინსებით დამკრძალონ. მე ვფიქრობ, ასეთი გამოგონება წიგნის შემდეგ კაცობრიობას არ აქვს. წიგნი, ბორბალი და ჯინსები" - ასე ეხაურება მწერალი და "ჯინსების თაობის" ავტორი დათო ტურაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას ჯინსებთან დაკავშირებით. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება ღიმილის მომგვრელია.

"მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ადამიანს ჰგონია, რომ მისი კარნახით უნდა იმოსებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ სხვა ადამიანები. რა ჩაიცვან და ვის უნდა შეხვდნენ რა სამოსით და ასე შემდეგ. მართლა თუ მაგას ამბობს თეა წულუკიანი, რეალურად რომ ვთქვათ, ძალიან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ, რომ მაგ ლოგიკით სახლიდან არ უნდა გამოვიდე, რადგან ჯინსების გარდა არაფერი არ მაქვს და მათ შორის დახეული ჯინსები კი არა გაუბედურებული ჯინსებიც მაქვს. ისეთი ჯინსებიც მაქვს, რომელსაც ყოველ წელს თავიდან აკერებს ჩემი მეზობელი მკერავი, რადგან სახლში არ იციან. მაგ ლოგიკით ვერავის შევხვდები", - აცხადებს მწერალი "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქცია".მან ასევე აღნიშნა, რომ ჯინსებით ოპერაშიც ბევრჯერ შესულა.

"ჯინსებით მეძინა ლოგინში. სკოლაში მაშინ ფორმები იყო სავალდებულო და ფორმის შიგნით მეცვა ჯინსები" - ამბობს დათო ტურაშვილი.

 

 

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×