სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.01.2020

    როდესმე ჩვენ ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა პატურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ჟურნალისტის შვილს 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა.

    ბექა პატურაშვილმა საზოგადოებას დახმარების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება ახლა მის ოჯახს ნამდვილად სჭირდება.

    „პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის და დახმარებისთვის ! ჯგუფს აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს ვიცი ყველას გაინტერესებთ მდგომარეობა შედეგები და გეგმები. მოკლედ როგორც ხედავთ ამ დროისთვის ჩემს ანგარიშზე უკვე საკმაოდ კარგი თანხაა ჩარიცხული თქვენი დამსახურებით. როდისმე ჩვენ ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით ! დღეისათვის ზუსტი გადაწყვეტილება არ გვაქვს სად გავაგრძელებთ მკურნალობას, თუმცა უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გვეცოდინება. შეიძლება ეს იყოს თურქეთი, ან ევროპის რომელიმე ქვეყანა. პირველადი გეგმით გვჭირდება ქიმიოთერაპიის 6 კურსი. თანმხლები კვლევების და მანიპულაციების ჩათვლით თურქეთის „ლივ ჰოსპიტალმა" ჯამში ეს ყველაფერი შეაფასა 100 000 დოლარად. (ევროპის ქვეყნებში ფასი ბევრად მეტია) კლინიკის შერჩევის შემდეგ გვექნება ზუსტი კალკულაცია და ამაზე შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

    ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა იქნება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. საუკეთესო შემთხვევაში არსებობს თეორიული შანსი, რომ ქირურგების ჩარევა არ დაგვჭირდეს.. თუ ასე არ მოხდა შეიძლება მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა ან ღვიძლის გადანერგვა. ბუნებრივია ეს კიდევ დამატებით დაკავშირებულია ცალკე დიდ თანხებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. დარწუნებული ვარ ყველაფერს შევძლებთ ! ამას რომ ვამბობთ თავდაჯერებულობას თქვენი თანადგომა გვმატებს. სამი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს ანგარიშზე ამხელა თანხა იქნებოდა. ყველაზე მთავარი ემოციაა რასაც თქვენგან ვიღებთ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა" წერს ბექა პატურაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება: ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:

    GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი

    მიმღები: ბექა პატურაშვილი.

    გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×