
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "პოსტფაქტუმში" გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება. გაბუნიამ გადაცემაში, თავის მონოლოგში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.
"ვაახ, რა ამბები გამომიტოვებია. როდის იყო, ჩვენ ვწყვეტდით, ვინ სად მოვა. რაც არ უნდა გავლენიანი იყოს ტელევიზია და ცალკეული ჟურნალისტი, მაინც არავინ ეკითხება, ვინ სად მივა. თუმცა პირადი მოსაზრება ყველას შეუძლია ჰქონდეს... ოცნებებიც.
რაც შეეხება მიშას ერთპიროვნულ მმართველობას, რომელიც გაბუს თქმით, თურმე ყოფილა, ძალიან ქოცური ნარატივია და ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ", - წერს ჟურნალისტი.