რეზონანსი
13.12.2019

 

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი თბილისში არასრულწლოვანის მიერ სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს რომ, პოლიციელთა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

"ამ უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი მართლა, თორემ ქუჩები სავსე უნდა იყოს 15 წლის მოზარდის გამო, რომელმაც სკოლაში ამ შინაარსის წარწერები დატოვა. "ცოდნის სახლმა" ნამდვილი კრიმინალი გამოიჭირა და სისტემას მოუხმო, "დანაშაულის აღიარების" მიზნით პოლიციელთა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ და მუქარამ კი არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ბიჭი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კედლის წარწერები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ. წესით კი არა, ქუჩები უნდა აივსოს, მალე", - წერს ნაჯა ორაშვილი.

11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.

ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×