რეზონანსი
04.12.2019

 მიხეილ ცაგარელი 4 დეკემბრის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს ავრცელებს:

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ნათესავებთან ურთიერთობას. მოერიდეთ ფარულ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო სწრაფად გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზარალს.

სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, გავლენიანი სპონსორების მოსაძიებლად, სარფიანი კონტრაქტების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მაღალია ალერგიული და ინფექციური დაავადებებით დასნეულების საფრთხე. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

წარმატებული დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×