რეზონანსი
13.10.2019

  ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

„ღმერთი და ქართული პოლიტიკური რეალობა.

ყველაფერი დაიწყო ასე...

"შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა"

მერე იყო მიშა, მკერდზე ჯვარი და ქრისტე ღმერთზე ამოსული მზე და მთვარე.

ამას მოყვა ბოკერია: - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს" . ის საქართველო, სადაც გლდანის ეკლესიიდან დაწყებული და ფერიას მთით დამთავრებული ყველა ეკლესია შემუსრა და შებილწა.

ბოლოს იყო ილია ჯიშკარიანი, რომელსაც "ბრძოლის ძალას, მამაოებისა და დედაოების ლოცვა აძლევს." ისე, მამაოები გავიგე და დედაოები რა შუაში არიან?... )))

ჰო და, იყო ნათელი და ნათელში იყო ბნელი და გაურკვეველი...

რა უნდათ ღმერთისგან?.. რატომ არ ასვენებთ ეშმაკი?...

ფინალი ხომ მაინც ერთია- "მარმარილოს ქვა დასწერეს, დასწერეს და დაადვესა:"

სხვაობა მხოლოდ ერთია, იტყვიან თუ არა შენზე შთამომავალნი: აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!"

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×