რეზონანსი
10.10.2019

 "ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: "დიდოსტატის მარჯვენა" ბატონმა ბიძინიმ დაწერა", - 

ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პასუხს კითხვაზე თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა". 

თადუმაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, უპასუხა, რომ არ იცის.

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს აღნიშნული კითხვით იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმართა, სადაც მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×