სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

    ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლელა წურწუმიას თურქულ სერიალში იღებდნენ. „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ ლელას რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლი უნდა განესახიერებინა, სამეგრელოს მამამთავრის, ლევან მეორე დადიანის ქალიშვილის როლი. მაშინ მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი ამბობდა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს თურქულ მხარესთან, 

    „ჩემთან მოლაპარაკებას თურქული კინოკომპანიიდან  თურქი ქალბატონი აწარმოებს. უკვე ექვსჯერ დამირეკა. ლელა წურწუმია ძალიან მოგვწონს, ვნახეთ ფოტოები, ვიდეორგოლები და თანამშრომლობა გვსურსო. შეხვედრა მაისში, ბათუმშია დაგეგმილი. მკითხეს, ლელა წინააღმდეგი ხომ არ იქნებაო? არა-მეთქი. ყოველთვის მინდოდა ლელას ისტორიულ ფილმში ეთამაშა. თუ მაქამდე მიდგა საქმე, ლელა სიამოვნებით დათანხმდება“ - ამბობდა მამულიჩა 25 მარტს.

    მაისში ბათუმში ჩანიშნული შეხვედრა არ შემდგარა. "პრაიმტაიმმა" ამ პროექტის ავტორი, 16 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი - დავით ჯიჯეიშვილი იპოვა. მან საუბარში თქვა, რომ თვითონ არის სცენარის ავტორი, ქართველი ქალბატონები როლებზე სწორედ მან შეარჩია, მაგრამ პროექტი ჩაიშალა, რადგანაც რუსეთმა, რომელიც კო-პროდუქციის წევრი იყო, პროექტზე უარი თქვა. ლელას გარდა როლებზე დამტკიცებულნი იყვნენ - ნინო ლეჟავა, თათა ჯაში, ნანუკა სტამბოლიშვილი... ყველა თვლის, რომ დავითი იტყუებოდა. 

    კახა მამულაშვილი: "არ ვიცი, ვინ მეკონტაქტებოდა. მივხვდი, რომ იტყუებოდა ვიღაც ბავშვი. თავიდანვე არასერიოზულად მივიღე. მერე დაიწერა. მეტი არაფერი ვიცი. მახსოვს, ჩემს ინტერვიუში თქვი, თურქულ მხარეს მოსალაპარაკებლად მაისში უნდა შეხვედროდი... თავიდან დაიწყო საქმიანი წინადადებით, მერე მივხვდი, რომ იტყუებოდა და ჩავხსენი ეგ თემა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×