სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.08.2019

      „დედის დასახმარებლად მებრძოლ ტაქსისტ ძმებს მოქალაქემ 20 ლარი აჩუქა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ძმამ ნიკა ქართველიშვილმა დაწერა. მისი თქმით ოჯახს კვლავ უამრავი მოქალაქე ეხმარება.

    „დღეს ქალბატონმა ირინამ დამირეკა: „შვილო, ნუცუბიძეზე რომ მოხვდები 63 ნომერში შემოიარე საქმე მაქ შენთანო, მე თვითონ გადაადგილება არ შემიძლია თორე არ შეგაწუხებდიო".

    მივედი, გამიცნო, გამამხნევა, მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, თავისი ისტორია მომიყვა, როგორ დაამარცხეს ეს სენი თავისი ოჯახის წევრის შემთხვევაში და 20 ლარი მომცა დედასთვის.

    ჩემთვის, ქალბატონი ირინას სიტყვები, მისგან წამოსული სითბო, მისი გამხნევება და დალოცვა ყველანაირ მატერიალურ დახმარებაზე მეტი იყო.

    წამოვედი მისგან ემოციებით სავსე, ვზივარ ახლა ჩემს მანქანაში და ვფიქრობ, რომ არც ჩვენ და არც დედას სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა გავუძლოთ, უნდა დავამარცხოთ ეს სენი, როცა ამდენი კარგი ადამიანია ჩვენს გვერდით, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ" - წერს ქართველიშვილი

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×