სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

     (რეზონანსი) ვერძი - გარშემო მყოფებზე განაწყენებული სანამ იქნებით, საქმეების შესრულებას ვერ შეძლებთ. თუ არ იცით როგორ მოიქცეთ, რჩევა პროფესიონალებს ჰკითხეთ. უთხარით "ნახვამდის" ყველას, ვინც წინსვლაში გიშლით ხელს.

    კურო - ურთიერთობაში მცირე ეჭვიანობა ზოგჯერ სასარგებლოც კია. თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი ადამიანი, რომელიც სერიოზულად მოგწონთ, ცოტა მეტად უნდა გააქტიურდეთ.

    ტყუპი - მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და მოთმინებით აღიჭურვეთ. გაუფრთხილდით ახლობლებს. დღეს შეიძლება ყველაფერი ის არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურთ.

    კირჩხიბი - დღეს სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყება. არ იზარმაცოთ, თუ საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. უბრალოდ, მეტად დაისვენეთ და ხშირად გადით სუფთა ჰაერზე.

    ლომი - ნაყოფიერი დღე გელით. არ არსებობს საქმე, რომელსაც სირთულეების მიუხედავად, თავს ვერ გაართმევთ. საქმიანი შეხვედრები მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმართეთ.

    ქალწული - საქმიან პარტნიორებთან და უფროსთან მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ეცადეთ, ზედმეტი ვალდებულებებით თავი არ დაიტვირთოთ.

    სასწორი - ზოგიერთს ყველაფრის მიყრა და სამოგზაუროდ გამგზავრება მოუნდება. თუ მეგობრებსაც აიყოლიებთ, დროს მხიარულად გაატარებთ. თუ ვალდებულებებით დატვირთული ხართ, გასეირნება უქმეებისთვის გადადეთ.

    მორიელი - მაქსიმალურად ზრდილობიანი და მოთმინებით აღჭურვილი უნდა იყოთ. შეიძლება ზოგიერთმა სპეციალურად გადაწყვიტოს თქვენს ნერვებზე თამაში. ნუ ჩაერთვებით ჩხუბში, კამათში.

    მშვილდოსანი - ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე. საღამოს გაიხსენეთ ძველი, ტკბილი დრო. შეეხმიანეთ მონატრებულ ადამიანებს.

    თხის რქა - დღეს მცირე უსიამოვნებები გექნებათ მოსაგვარებელი. დაიხმარეთ კოლეგები და ხშირად გაიღიმეთ. მოერიდეთ სხვის კამათში ჩარევას, სიმართლე რომც იცოდეთ.

    მერწყული - ის, რაც ადრე უბრალო ფლირტი გეგონათ, ხვალ შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. თუ არ გსურთ ურთიერთობის გასერიოზულება, დროულად შეწყვიტეთ ფლირტი.

    თევზები - თქვენი ცხოვრება, შეხედულებები და თავად თქვენც რადიკალურად შეიცვლება. რითაც გააოცებთ გარშემო მყოფებს. მთავარია, თავად იყოთ ბედნიერი და ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×