სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.08.2019

    ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი აგ­ვის­ტოს ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს:

    "აგვისტოში მოვლენები შედარებით მშვი­დად გან­ვი­თარ­დე­ბა. 4 აგ­ვის­ტომ­დე საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა ივ­ლი­სის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში "იოლი" და პო­ზი­ტი­უ­რი თვე იქ­ნე­ბა.

    მი­უ­ხე­და­ვად გა­რეგ­ნუ­ლად მშვი­დი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა, აგ­ვის­ტო­ში ემო­ცი­უ­რი ფონი მა­ინც და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გან­გა­შის გან­ცდაც. ამას გა­ამ­ძაფ­რებს 11-12 აგ­ვის­ტოს იუ­პი­ტე­რი­სა და ურა­ნის­ მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა. ეს სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას გა­არ­თუ­ლებს, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­მა­ტებს სა­კუ­თარ თავ­ზე და სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ზღვარ­გა­და­სუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მძაფ­რი გან­ცდა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­ში ასე­ვე მო­ი­მა­ტებს რა­ღა­ცის შეც­ვლი­სა და ახ­ლის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი, რაც იოლი არ იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია "ძვე­ლის" - "ახალ­თან" და­ჯა­ხე­ბა და ამის გამო შექ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი. თუმ­ცა ეს და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს არ შე­უშ­ლის.

    15 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა უფრო პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა და მისი გავ­ლე­ნა მო­ი­ტანს სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.მთლი­ა­ნო­ბა­ში აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე დე­კა­და პო­ზი­ტი­უ­რი, თუმ­ცა არას­ტან­დარ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ძვე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა.

    15 აგ­ვის­ტო­დან მოვ­ლე­ნე­ბი კი­დევ უფრო და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, ეს კარ­გი დრო იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ეს სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დი აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

    აგ­ვის­ტოს ბო­ლოს კი­დევ ერთ ახალმთვა­რე­ო­ბას ვი­ხი­ლავთ (30 აგ­ვის­ტოს), თუმ­ცა არც ეს დღე იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნე­გა­ტი­უ­რი, უბ­რა­ლოდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს 29-30 აგ­ვის­ტო. ამ დღე­ებ­ში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და იმ­პულ­სუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი.

    30 აგ­ვის­ტოს კი ახალმთვა­რე­ო­ბაა და არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი დღე იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×