რეზონანსი
05.08.2019

 სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი მარტივია - მიღებული ენერგიის მოცულობა დახარჯულზე მეტია, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესთან, როდესაც მას მოძრაობისა და ფიზიკური შრომის ნაკლები მოტივაცია აქვს.

გარდა ამისა, რაციონში უფრო მეტი მაღალკალორიული, დაბალი კვებითი ღირებულების პროდუქტია. ამგვარი საკვები უფრო ნაკლები ღირს, მეტად ხელმისაწვდომია და შაქრისა და ცხიმის გარდა მათში არანაირი სასარგებლო ნივთიერება არ არის. ამგვარ პროდუქტებს მიეკუთვნება ჩიპსები, სხვადასხვა სნეკები, ფასტფუდი და ტკბილი სასმელები. ტკბილი სასმელებისა და ფრუქტოზის ჭარბი მოხმარება

სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.

გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ერთ-ერთი მშობლის ჭარბი წონა ბავშვის სიმსუქნის რისკს 50%-ით ზრდის, ორივე მშობლის პირობებში - 80%-ით. თუმცა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მემკვიდრეობითი რისკის ფაქტორის კუპირების შესაძლებლობს იძლევა. ჭარბი წონის მქონე მოზარდების 50% აღენიშნება კვებითი ქცევის დარღვევა. სერიოზულ შემთხვევებში მათი

ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძილი. დაბალი კლასის მოზარდებმა მინიმუმ 9 საათი უნდა იძინონ, ხოლო უფროსებმა არა ნაკლებ 8 საათისა. მყარი ეფექტის მისაღებად, ყველა აღნიშნული რეკომენდაცია მთელმა ოჯახმა უნდა დაიცვას. 

(mkurnali.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×