სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

     (რეზონანსი) რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

    ვერძი

    ეს დღე შესანიშნავია კომუნიკაციისთვის. საკმარისია, ვინმე ოდნავ მოგეფეროთ და ნებისმიერ წყენას მალევე დაივიწყებთ. ბავშვივით ყველაფერს გულთან ახლოს მიიტანთ და თავს დაუცველად იგრძნობთ. ნუ იქნებით გულჩათხრობილი და ყალბი. შემოიკრიბეთ გარშემო მხოლოდ სანდო და გამოცდილი ადამიანები.

    კურო

    ფიზიკურად შესანიშნავი მდგომარეობა გაქვთ, აი, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა კი უკეთესობას მოითხოვს. მოსალოდნელია ურთიერთობებში დაძაბულობა და განშორებაც კი. შეეცადეთ, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ, რომლებიც ვერ გაფასებენ - ასეთი ადამიანები მდგომარეობიდან გამოგიყვანენ.

    ტყუპები

    ყოფით პრობლემებს მინიმალური ძალისხმევითა გადაწყვეტთ და დროც ძალიან ცოტა დაგეხარჯებათ. შესაძლოა, შეყვარებულთან ან მეორე ნახევართან კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა ააწყოთ. თუკი ჭადრაკს ან მსგავს თამაშებს კარგად ფლობთ, მარტივად უმკლავდებით კროსვორდების ამოხსნას და პაზლებსაც აწყობთ, ამ დღეს შეგიძლიათ, ამ საქმიანობით დაკავდეთ.

    კირჩხიბი

    დღის განმავლობაში მოწყენილი იქნებით. რომანტიკული თავგადასავლებისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი მომავალი დაგეგმოთ და შეეცადოთ, ნაკლები იკამათოთ გარშემომყოფებთან.

    ლომი

    გადამეტებული ფიზიკური აქტივობა და ზედმეტი დატვირთვა სარგებელს არ მოგიტანთ: არსებობს რისკი, რომ ხერხემალი დაიზიანოთ და სხვა ტრავმა მიიღოთ. შეეცადეთ, რისხვა შეიკავოთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო არ გაღიზიანდეთ. დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ მეგობრები, თანამოაზრეები ან რომელიმე საზოგადოებრივი ადგილი.

    ქალწული

    ეს დღე შესანიშნავია სპორტული აქტივობისთვის. რაც ნიშნავს, შეჯიბრზე საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ თავდაჯერებული, არ დაიშუროთ ძალისხმევა, მაგრამ დაიცავით ზომიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მონდომება საპირისპიროდ შემოგიტრიალდებათ.

    სასწორი

    პლანეტების მდგომარეობა ნებისმიერ სადარდელს (პოზიტიურსაც და ნეგატიურსაც) ნათელსა და ინტენსიურს გახდის. მსუბუქი ფლირტი ცეცხლოვან ვნებაში გადაიზრდება. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული ან სექსუალური კავშირები გელოდებათ. მოემზადეთ, დიდი ხნის სურვილების შესასრულებლად.

    მორიელი

    ამ დღეს საოჯახო საქმეებით დაკავდებით. მეზობლებსა და ნათესავებს, შესაძლოა, ოდნავ შეშურდეთ კიდეც თქვენს სახლში შექმნილი შესანიშნავი ატმოსფეროსი, რომელშიც მხოლოდ წესრიგი და სისუფთავეა. ისარგებლეთ საკუთარი ფანტაზიით და ცოდნით რელაქსაციისა და ინტერიერის გაფორმების სფეროში - ამგვარად თქვენს სახლში სასიამოვნო და მშვიდი გარემო დიდხანს შენარჩუნდება.

    მშვილდოსანი

    სტაბილურობის განცდა შესანიშნავ ბაზას შეგიქმნით საკუთარი საქმის თუ რომელიმე წამოწყების გასავითარებლად, ოჯახური კერის შესაქმნელად ან სოლიდური შენაძენის გასაკეთებლად. გონივრული რისკი თქვენს შემოსავალს გაზრდის. თუკი კარგად იფიქრებთ და დაგეგმავთ, უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ.

    თხის რქა

    ამ დღეს საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამთ: რომელი უფრო მნიშვნელოვანია - სახლი თუ სამსახური? რა თქმა უნდა, დასვენების დღეებში უფრო მეტი ყურადღება ოჯახსა და ნათესაურ ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ, თუმცა, სამუშაო დღეებში მხოლოდ საქმეზე უნდა კონცენტრირდეთ. ეს თქვენს სოციალურ სტატუსს აამაღლებს.

    მერწყული

    ძველი პრობლემები კვლავ შეგახსენებთ თავს. გაგიჭირდებათ პარტნიორის გაგება. გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. საყვარელი ადამიანი სიმკაცრესა და სისასტიკეში დაგადანაშაულებთ. მოგეჩვენებათ, რომ რაღაცაში გატყუებენ, რომ რაღაცას ბოლომდე არ გიმხელენ ან გიმალავენ. ეჭვიანობის საბაბი ნამდვილად გაქვთ. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ გულწრფელი საუბრით შეგიძლიათ. გაარკვიეთ ყველანაირი გაუგებრობა და საბოლოოდ დაუსვით ყველაფერს წერტილი.

    თევზები

    ამ დღეს ფობიები და ეჭვები შეგიპყრობთ. გაგიჭირდებათ, რეალურად შეაფასოთ შექმნილი სიტუაცია. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანების ქმედებებსაც არასწორად შეაფასებთ. დროა, საოჯახო საქმეებით დაკავდეთ - მოაწესრიგეთ საცხოვრებელი ადგილი და მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი.

    (ფანთაიმი)

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×