სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

     (რეზონანსი) „მივდიოდი ფოსტაში და ამედევნა მანიაკი, რომელმაც ხელები მიფათურა შუა ქუჩაში - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია დიდებაშვილი წერს. მისი თქმით, ვაკეში უცნობმა კაცმა მასზე ფიზიკური ძალადობა სცადა და საშველად არავინ მისულა.

    „სულ რაღაც 30 წუთის წინ მივდიოდი ფოსტაში და ამედევნა ეს მანიაკი, რომელმაც ხელები მიფათურა და მეძალავა შუა ქუჩაში! ვუთხარი, რომ მეუღლე მანქანაში მელოდებოდა და ვეტყოდი, მაგრამ მაინც არ გაჩერდა სანამ სურათის გადაღება არ დავუწყე! უამრავი კაცი იდგა გარშემო, მაგრამ არავის გამოუხატია ინიციატივა რო ჩარეულიყო და მომხმარებოდა.

    დავინახე ალგანის დაცვის კაცი, უფრო სწორად არაკაცი! მოვუყევი ჩემი ამბავი და სურათიც ვაჩვენე: მისი პასუხი იყო ასეთი: მე ვიცნობ ამ ადამიანს და კარგი ბიჭიაო, შემდგომ ჩაჯდა მანქანაში და სად ჯანდაბაში წავიდა არ ვიცი! ვისი იმედი უნდა მქონდეს ქუჩაში რო გავდივარ? ნუთუ ეს ადამიანი სუფრასთან დაჯდება და ქალის/დედის სადღეგრძელოს შესვამს?

    ჩემ ქმარს გადავურეკე იმედგაცრუებულმა და შეშინებულმა რასაც მერე მოყვა ის რაც მოყვა! მაგრად სცემა და წამოვედით! იმედია რომ აღარ გაიმეორებს ამ უხამს და არაკაცურ ქმედებას!.." - წერს სოციალურ ქსელში ნათია დიდებაშვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჩვეულებრივი მოქალაქე!   (26.07.2019)
    ეგ კაცი კი არა და არაკაცი ყოფილა!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×