სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) გიორგი აბზიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნამდვილ ამბავს, რომელიც თავად გადახდა თავს და მხატვრულად აღწერა თავის ერთ-ერთ პოსტში. სოციალურ ქსელში მისი ეს პოსტი საკმაოდ პოპულარული გახდა და თქვენც გთავაზობთ:

    "ერთხელ ჩემი უბნელი აბიტურიენტი დაჭრეს.

    მთელი წელი ლოგინში მოუწია წოლა. სხვა საქმე რო არ ჰქონდა, მოკიდა წიგნებს ხელი, იმეცადინა და კარგადაც ჩააბარა.

    ცოტა ხნის წინ მხვდება დედამისი, მოვიკითხე, როგორ არის ნიკუშა-მეთქი და უიმეო, ისე კარგადააო, ისე კარგად ჩააბარაო, გრანტიც აიღოო, სადაც უნდოდა, იქ მოხვდაო, გაახაროს ღმერთმა მისი დამჭრელი, სულ ვიხსენიებ ლოცვებშიო, ის რომ არა, ჩვენ ჩაბარებაზეც ვერ ვიოცნებებდით, მის მარჯვენას ვენაცვალეო მეო...

    მერე გააგრძელა, აი, ახლა ჩემს პატარა ალეკოს რა ეშველება, აზრზე არ ვარო, წელს მას უწევს გამოცდებიო, წიგნისკენ გახედვაც არ უნდაო, სწავლა რო უხსენო, ეგრევე იფოთლებაო...

    აქ უხერხული პაუზა ჩამოწვა.

    მომეჩვენა, რომ თითქოს ჩემგან ელოდა ინიციატივას, მაგრამ რანაირადაც არ დავალაგე წინადადება: "თუ გნებავთ, მე დავჭრი თქვენს პატარა ალეკოს", მაინც რაღაც უხეშად ჟღერდა.

    თუ მართლა უნდოდა, რომ მისი შვილი დამეჭრა, წესით, თვითონ უნდა შემოეთავაზებინა, არა?"

    გიორგი აბზიანიძე

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×