სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.06.2019

     (რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მზინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    "1991 წლის 22 დეკემბერს მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს სახელმწიფო ინტერესები რომ დაეცვა თუნდაც მსხვერპლის ფასად და სახელმწიფო გადატრიალება აღეკვეთა, მომდევნო წლებში რამდენ უბედურებას, სისხლისღვრას და დაპირისპირებას გადავურჩებოდით?!

    მართალია, რევანშისტები დიდხანს ილაპარაკებდნენ მსხვერპლზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასობით ადამიანი გადარჩებოდა და იქნებ ტერიტორიული მთლიანობაც შეგვენარჩუნებინა.

    ჰოდა, მორჩით კრუსუნს!

    აშშ და ევროპის სახელმწიფოები იმიტომ არიან ძლიერები, რომ იქ ყოფილ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვა რევანში, და ყველამ იცის, თუ მოუვა, სახელმწიფო ინსტიტუტები იმ თავს მოაჭამენ.

    არა მოქმედი ხელისუფლების დასაცავად, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად!

    საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ორჯერვე ყოფილი ხელისუფლების რევანში ვიწვნიეთ. ორივე რევანშს საშინელი შედეგები მოჰყვა.

    ახლა უნდა გასამებულიყო და არ გამოუვიდათ!

    როგორც ჩანს, ნელ-ნელა მართლა ვყალიბდებით სახელმწიფოდ!" - წერს მძინარაშვილი

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (30.06.2019)
    დიდებულო ჟურნალისტო. ობიექტურო პიროვნებავ, ზუსტად ასე ვფიქრობ მეც. გახარიას გადადგომა იმიტომ უნდათ, რომ ახალი მინისტრი ვერ ჩაწვდება სიღრმეებს, გახარიასავით არ ეცოდინება ყველა წვრილმანი და შეიძლება თავიც დაიძვრინონ. ეს გულუბრყვილო მომიტინგეები ვერ ხვდებიან, რომ ლეღვის ფოთლის როლს ასრულებენ. ჯერ გამოძიება-სიმართლის დადგენა-შემდეგ გადადგომა! აი, ესაა გამოსავალი

    სიმართლე   (30.06.2019)
    ბიძინას მლოკველო და გახარის გამპრავებელო ვითომ განათლებულო ვაი ჟურნალისტო!!!რა გადატრიალება ხომ არ გაჟრიალებს??ამიხსენით რატომ არ ხდება ვენესუელაში ან თურქეთში სადაც ნაწილმა ჯარმაც კი დაუჭირა მხარი?? თანაც მრავალმა ქვეყანამ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აღიარა??იმიტომ რომ გადატრიალება ხდება მაშინ როცა პოლიცია და ჯარი მთლიანად გადადის ხალხის მხარს,ვთქვათ შესულიყვნენ პარლამენტში მერე რა? ასე რომ ტრ..კის ქიცინს თავი დაანებე ბიძოსთვის!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×