სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.06.2019

     ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ივლისის თვის პროგნოზი გააკეთა და ზოდიაქო ნიშნებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო მომენტები გამოყო:

    ვერძისთვთვის ოჯახი, უძრავი ქონება, ნათესავები და პროფესიული საქმიანობა იქნება აქტუალური, ამიტომ სწორედ ოჯახურ ვალდებულებებსა და კარიერაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნოს ბალანსი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ აპრილის ბოლო დეკადაში დაბადებულებს, რომელთაც სერიოზულ კონფლიქტებში ჩაბმა მოუწევთ და შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნათ. აკონტროლეთ ემოციები და თავი შეკავეთ უკმეხი გამონათქვამებისგან.

    კუროსთვის ახლობლებთან ურთიერთობა, მგზავრობასა და მოგზაურობასთან, ცოდნის და ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. შესაძლოა, მოუხდეს რეპუტაციის დაცვა და სოციუმში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა, ბევრმა კი,  რადიკალურად შეიცვალოს მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული ფილოსოფია.

    ტყუპებისთვის ფინანსური საკითხები – ძველი ვალების და კრედიტის დაფარვა, უძრავ ქონებაზე დავა, ყიდვა და გაყიდვა იქნება პრიორიტეტული, თუმცა არაა საწირო აუცილებელი ნეგატიური შედეგის ლოდინი, რადგან თავისუფლად შეიძლება პრობლემა დადებითადაც გადაწყდეს.

    კირჩხიბისთვის მეტად მნიშვნელოვანი თვეა, რადგან პარტნიორული (არა მხოლოდ სასიყვარულო ან საქმიანი, არამედ მტრებთან და კონკურენტებთან) ურთიერთობა და პიროვნული იმიჯის შენარჩუნება იქნება აქტუალური. თუ სასამართლო პროცესში ხართ ჩართული, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, სრული მობილიზაცია და ნებისმიერი გადაწყვეტილების, გონივრულად, რაციონალურად მიღება გმართებთ.

    ლომმა განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს და აუცილებლად გაიაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა. არანაკლებ აქტუალური იქნება ქვეშევრდომებთან ურთიერთობის და ფარული მტრების დროულად ამოცნობის თემა, რომლებიც ღიად ვერ გიპირისპირდებიან, თუმცა ზურგს უკან სერიოზულ ინტრიგებს ხლართავენ და არაა გამორიცხული, სწორედ ახლა გააქტიურდნენ. ნუ შეშინდებით, მთავარია, სწრაფად შეაფასოთ სიტუაცია და ნებისმიერი გადაწყვეტილება ემოციების გარეშე მიიღოთ.

    ქალწულისთვის მეგობრები და სასიყვარულო ურთიერთობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. თამამად შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი საქმე ან ახალი ჰობი გაიჩინოთ, რაც პოპულარობასაც მოგიტანთ და უამრავ მეგობარს, თანამოაზრეს შეგძენთ. არაა გამორიცხული პირადი ცხოვრების შეცვლა მოისურვოთ, უარი თქვათ ძველ ურთიერთობაზე და ახალ რომანტიკულ თავგადასავალში ჩაებათ.

    სასწორისთვის პროფესია და ოჯახი იქნება პრიორიტეტული. განსაკუთრებული სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა მართებთ ოქტომბრის მეორე დეკადაში დაბადებულ სასწორებს, რადგან სწორედ ივლისის თვეში მოუწევთ უამრავი საშინაო და სამსახურეობრივი პრობლემის მოგვარება, თუმცა აუცილებლად ბალანსის დაცვით.

    მორიელი ავტორიტეტს, პროფესიულ რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს, აქტუალური იქნება ცოდნის შეძენა და გაღრმავება.

    მშვილდოსნისთვის ფინანსური საკითხები იქნება პრიორიტეტული, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება მართებთ როგორც საკუთარი, ისე სხავთა დანაზოგის მიმართ. ზუსტად უნდა განსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობები, გაისტუმროთ ვალები და კრედიტები, ნუ ეცდებით პრობლემებისგან გაქცევას, რადგან პასუხისმგებლობას მაინც ვერ დააღწევთ თავს.

    თხის რქამ საკუთარ იმიჯზე უნდა იზრუნოს და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებს.  არაა გამორიცხული მოგიწიოთ პირადი ურთიერთობის გადაფასება ან ეჭვი შეიტანოთ უკვე არსებულ თანამშრომლობაში. თუ ხვდებით, რომ ამოწურეთ საკუთარი თავი,, მაშინ მართლაც დროა გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯი.

    მერწყული საკუთარი ჯანმრთელობით უნდა დაინტერესდეს და მიაქციოს ყურადღება  ფარულ მტრებს, იძულებული გახდება ობიექტურად შეაფასოს გარშემომყოფები და შესაძლოა მათშიც მტრები აღმოაჩინოს, ვისაც მანამდე მეგობრად თვლიდა.

    თევზებისთვის სასიყვარულო ურთიერთობა, მეგობრები და კოლექტივი გახდება პრიორიტეტული. შავი მთვარე კი, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს გადის, განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ემოციების მაქსიმალურ კონტროლს და ნებისმიერი გადაწყვეტილების გონივრულად მიღებას მოსთხოვს. ნუ აჰყვებით, შიშებს და კომპლექსებს, რადგან ასე მხოლოდ ქაოსს გააღრმავებთ საკუთარ თავში.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×