სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.06.2019

    მომ­ღე­რა­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ფეისბუქით მწვავე წერილს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს აკრიტიკებს.

    "უკვე ოოო, ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი და ოქ­როს შუ­ა­ლე­დი და აი, აქ დამ­თავ­რდა ჩემი მოთ­მი­ნე­ბა და გე­ტყვით! მსგავ­სი მა­რაზ­მი, რაც ამ ულა­მა­ზეს და მრა­ვალ­ტან­ჯვა­გა­მოვ­ლილ ქვე­ყა­ნა­შია, იმის გამო, რომ სა­ხელ­მწი­ფოდ ვერა­სო­დეს ჩა­მო­ყა­ლიბ­და, არ მე­გუ­ლე­ბა არ­სად! სრულ მა­რაზმში ვი­ცხოვ­რე 90-ია­ნებ­ში, მერე 9 წელი და აღარ დამ­თავ­რდა…

    სახ­ლი არა, სამ­სა­ხუ­რი არა, შე­მო­სა­ვა­ლი მი­ზე­რუ­ლი და ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი, საჭ­მე­ლი, ბავ­შვე­ბის კვე­ბა, ბაღი, ჩაცმა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. კო­მუ­ნა­ლუ­რი გადა­სა­ხა­დე­ბი და ნერ­ვე­ბის გლეჯ­ა, და­უ­ფა­სებ­ლო­ბა, იგ­ნო­რი და სრუ­ლი მარაზ­მი!

    მე მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და მძულს ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს ამ­პარ­ტავ­ნულ-გო­ი­მუ­რი მა­რაზ­მი, მძულს აქა­უ­რი და­უნ­დობ­ლო­ბა, მძულს აქა­უ­რი გა­უ­ტან­ლო­ბა. გე­ში­ნო­დეთ, დიდი სამ­სჯავ­რო­სი! ოოო, ძა­ლი­ან გე­ში­ნო­დეთ, რად­გან არა­ვის შერ­ჩე­ნია ეს ბან­ძი უღ­მერ­თო მა­რაზ­მი. მძულს აქა­უ­რი ღო­რო­ბა და მხო­ლოდ იმი­ტომ მოს­ვლა, რომ კარ­გად იცხოვ­როს ამა თუ იმ კა­ლოშ­მა!

    მომ­ბეზ­რდით და აუ­ცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბა დიდი გავ­ლე­ნა და ბე­ე­ე­ევ­რი ფული, რომ ეს მა­რაზ­მი აღარ და­ვი­ნა­ხო და მი­ვეხ­მა­რო ადა­მი­ა­ნებს. მე ასე მინ­და", - წერს კვალიაშვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    უსახელო   (30.06.2019)
    შენ ჩემს დას მაგონებ. მინდა ბევრი მქონდეს და ყველას დავეხმარებოდიოო.შე ქალო ვისაც არ გვაქვს თავს არ ვიკლავთ სხვებსაც არ ვეჯიბრებით. საბანს ისე ვიფარებთ როგორც გვწვდება. შეეცადე ეკონომია ისწავლო ოჯახში და შრომასაც ნუ ითაკილებ სულ ესაა. ყველა შისველი იბადება და ასე წავლენ ამ ქვეყნიდან მდიდრებიც და ღარიბნიც. ასე რომ უნდა ვიშრომოთ. ჩვენ ჭრიჭინები არ ვართ.

    ნანა   (29.06.2019)
    მარტო შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში საქართველოს ნახევარხე მეტი ასე ვართ გაუსაძლის პირობებში მარტო ღმერთის იმედი დარჩა მშვიდობა დაამყაროს დედამიწაზე.

    tatoo   (29.06.2019)
    გეთანხმებით მაგრამ მაშინ უნდა გეფიქრათ როცა ყველაფერი გქონდათ და ქარს რატომ გაატანეთ..


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×