სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.06.2019

     სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასათვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის გამო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” პროტესტს ეხმიანება:

    “თქვენი დედებს შ*** ნაცებო, თქვენ ის პე***სტები არ ხართ, კაცი რომ ექვსი წელი ციხეში გეჯდათ ტელეფონზე ლაპარაკისათვის?! მელიას ადგილზე თქვენი რეჟიმის დროს რომ ვყოფილიყავით, რას გვიზამდით? ეგდეთ რა ჩუმად!” – წერს ბერეჟიანი.

    გავიხსენოთ ვინ დააპატიმრეს ტელეფონზე საუბრის გამო (არქივის მასალები):

    "პროკურატურამ ოპოზიციური მოძრაობა წინ საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა.

    ამ გადაწყვეტილებამდე ირაკლი ბათიაშვილი დღეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

    "ბათიაშვილს  სახელმწიფო ამბოხის დახმარებაში წარედგინა ბრალი, რაც გამოიხატა ემზარ კვიციანის მიმართ ინტელექტუალურ დახმარებაში, რჩევებისა და მითითებების მიცემაში… ასევე მას ბრალი წარედგინა იმის გამო, რომ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა დახმარებას ჰპირდებოდა ემზარ კვიციანს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ.

    (მარშალპრესი)

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×