რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამლაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ძმის მოკვლა უნდათ. წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში. წინა კვირის აქციის საპასუხოდ ნიშნისმოგებით შემომითვალეს, რომ ოცდაათკაციანი აქციით ვერაფერს მივაღწევ. გუშინ ჩემი ძმა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ექიმმა მითხრა, ახალგაზრდა რომაა იმიტომ გადარჩაო, მაგრამ იგივე შეტევას მეორედ ვეღარ გადაიტანს, ძალიან დასუსტებული ორგანიზმი აქვსო.

კლავენ, ხალხო, ეს ნაძირლები. მესამე კვირაა კარავში ვცხოვრობ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მაგას რომ რამე მოუვიდეს, ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ", - წერს თორნიკე მამლაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )