რეზონანსი
20.12.2018

 (რეზონანსი) ქმარ-შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის, მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.

19 დეკემბრის ტრაგედიიდან დღეს 3 წელი გავიდა.

"-19 დეკემბერი მოდის. ისევ ავირიე...როცა ფიქრებში ბავშვთან მივდივარ გონებას ვერ ვიმორჩილებ....ნელი კადრებით ტრიალებს ის წუთები როცა დაიძახეს :"ცხედრები მოასვენეს " და მე მახსოვს კედელს ამოვეფარე, ისე შემცივდა ხელ-ფეხი გამეყინა და ხმები ექოებად მესმოდა ყურებში.

ბავშვის ტანსაცმელი გაამზადეთ, ჩავასვენოთო... მარტო ის მახსოვს შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი და ცივ დერეფანში ერთ წერტილს ვუყურებდი.... არავინ კიოდა .... ვერავინ ტიროდა ყველა შოკში იყო მაგრამ მე ნელა შევედი ოთახში, სადაც ცხედრები დაასვენეს... ისეთი შოკი მქონდა ბავშვს შესცივდა საყინულე გამოურთეთთქო ვტიროდი.."მახსოვს თოკოს რომ გადავეფარე ყინვა მომაწვა. საყინულეში იწვა ბავშვი და სიცივემ მომიყვანა გონზე... ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ....გავიხედე გვერდით დაჩეხილი ჩემი სიძე ისიც საყინულეში .....19 დეკემბერი ეს არის ჯოჯოხეთი !!!!!! ვზრდიდი და ვუვლიდი. ბავშვი მენატრება ძალიან....ძალიან ცუდი დღეები მაქვს... ჩვენ, ვისაც დისშვილები დაგვეღუპა, რა დავაშავეთ მზრუნველმა დეიდებმა. დეიდას ხომ დედიკოს სუნი ასდის. გულზე მეწვინა ისე გავზარდეთ, სუნთქვას ვუსმენდი რომ ეძინა", - წერს ლანა პაპიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის სასამართლომ 2016 წლის ივლისში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )