სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    15.07.2017

    "20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ერთი და მთავარი გადაწყვეტილება - ჩვენ ვართ მზად, შევხვდეთ ხელისუფლებას, მზად ვართ, რომ ყველა საკითხზე ვისაუბროთ და ორიენტირებული ვართ შეთანხმებასა და კონსენსუსზე," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

    აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არავისთვის ყოფილა კარი დახურული.

    "გარკვეულმა ოპოზიციურმა ფრთამ, მათ შორის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა, ამ პროცესში შეგნებულად და მიზანმიმართულად არ მიიღეს მონაწილეობა, რათა შემდგომში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ პროცესი დახურული იყო, არ ვიყავით ჩართული და ასე შემდეგ. მათ მიერ ხელოვნურად შეიქმნა გარემოება, თვითონ არ მიიღეს მონაწილეობა და დღეს ამბობენ: "იცით რა, ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ." სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების თუ პოლიტიკური ძალების შემოთავაზებების 70% მაინც გავითვალისწინეთ. ახლა ამ ყველაფრის უკან დაბრუნება არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ პროცესი შეაფერხონ, თუმცა "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია დიალოგის წარმოება, მაშინაც კი, როცა ჩვენი ოპონენტები არაკონსტრუქციულად იქცევიან," - განაცხადა სესიაშვილმა.

    ვისი ბრალია, რომ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): რასაკვირველია, ოპოზიციის. ისე იქცევიან, როგორც რუსეთი, ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ უნდათ. სწორედ ის ადამიანები, ვისაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და ვინც ქართველმა ხალხმა პარლამენტშიც კი არ შუეშვა. ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, უკან დაიხიონ.

    ვფიქრობ, არ არის საჭირო, ოპოზიციის დაკრულ დუდუკზე იცეკვოს ხელისუფლებამ. ნურავის აშინებენ აქციებით. ჩვენ არ მიგვიცია "ქართული ოცნებისთვის" დავალება, რომ შეესრულებინა ყველაფერი, რასაც ოპოზიცია მოსთხოვდა.

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): რა თქმა უნდა, ორივე მხარის ბრალია. სხვანაირად როგორ ვთქვა. ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს. ჩვენთან რატომღაც ურთიერთდაპირისპირების პოლიტიკა ჩამოყალიბდა. ოპოზიცია აუცილებლად არ უნდა ეთანხმებოდეს ხელისუფლების აზრს და პირიქით. ეს არის ჩვენი უბედურება.

     

     

     

     იური მეჩითოვი ფოტოგრაფი):  როდის თანხმდებოდნენ ქართველები? ისტორიაში ოდესმე ყოფილა ასეთი მომენტი?! ხელოვნებისთვის ეს ძალიან კარგია, რადგან არ დადიან ერთ ჭკუაზე, თუმცა ქვეყნისთვის ნამდვილად ცუდია. ის დემოკრატია, რომელსაც გვახვევენ, მოიცავს რამდენიმე შტოს და ქვეყნისთვის, რომელიც ახლა შენდება, კატეგორიულად მიუღებელია.

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე მუსიკოსი):  ჩემი აზრით, ოპოზიცია ჯინაზე არ მიდის კონსენსუსზე, რაზეც ხელისუფლება ბრაზდება და ამიტომ ვართ დღეს ამ სიტუაციაში.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (15.07.2017)
    ГАМАРДЖОБА! Додошка ХурцилаВОШКА- даанебе тави политикаши хетиалс хом хедав ра сисулелеебс рошав. Джанелидзе-ме мгони гсиамовнебс роца гландзгавен. Мадлоба


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter