სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    14.07.2017

    უცხოელი არალეგალების წინააღმდეგ დღეს აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორ სანდრო ბრეგაძის თქმით, უნდა მოხდეს არაბი და ირანელი მოქალაქეების დეპორტაცია და მათ მიერ საქართველოში გახსნილი იმ კლუბების დახურვა, სადაც, მისივე თქმით, "ბავშვთა პროსტიტუცია" ხდება.

    დამოუკიდებელი დეპუტატის - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, არალეგალები მთელ მსოფლიოში გაფანტულნი არიან და მათ შორის მილიონამდე ქართველი, რომელთა მიმართაც არ ისურვებდა მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებისგან, თუმცა "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ადათ-წესები და სტუმრებსაც უნდა მოვთხოვოთ იგივე."

    "მოკლედ, თუ ხვალინდელი დემონსტრაცია ემსახურება იმას, რომ მეტი რეაგირება და აქტიურობა გამოიწვიოს ხელისუფლებისგან, სრულიად მისაღებია, გასაგები და დროული (თუმცა ადგილს სხვას ვარჩევდი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად). თუ ეს უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, ვიდრე ის უცხოელები, ვისგანაც ვითომცდა თავს ვიცავთ," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    მოსალოდნელია თუ არა დღევანდელ აქციაზე პროვოკაციები? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): არ ველოდები პროვოკაციას, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი გამოსვლებით პრობლემები არ მოგვარდება. ამ საკითხზე სერიოზულმა ადამიანებმა უნდა იმსჯელონ და არა ვიღაცებმა მართონ აქციები.

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):როდესაც საკითხის რადიკალიზაცია ხდება, მაშინ პროვოკაცია ყოველთვის მოსალოდნელია. მე პირადად არ ვარ მომხრე, საზოგადოების შავად და თეთრად დაყოფის. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მშვიდობიანი და უმტკივნეულო აქცია იქნება. პროვოკაცია ძალიან ბევრი ადამიანისგან არის მოსალოდნელი. როდესაც შენ ხარ რადიკალური, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი იყოს შენი წინააღმდეგი, თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ ამის გარკვევა ძალიან ძნელია.

     

     

     გია ბუღაძე (მხატვარი): რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. ფე-ეს-ბე როგორ გაუშვებს ასეთ შანსს ხელიდან, პროვოკაცია არ მოაწყოს, რომ მერე მთელ მსოფლიოში ამაზე ილაპარაკონ. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ დღევანდელ ხელისუფლებას და კონკრეტულ სამართალდამცავებს.

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):არა მგონია, არავითარი პროვოკაცია, ეს ალბათ იქნება მშვიდობიანი აქცია. არის ჯგუფი ადამიანებისა, ვისაც მიაჩნია, რომ მათი შეხედულებების დემონსტრირება არის საჭირო. ვფიქრობ, მათ ამის უფლება აქვთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter